საქართველოს მასშტაბით 15 მაისის ჩათვლით წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. როგორც "ინტერპრესნიუსს" გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრში განუცხადეს, მომდევნო დღეების განმავლობაში დასავლეთ საქართველოში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა საშუალოდ დღისით +22, ღამით +13 გრადუსი იქნება.
აღმოსავლეთ საქართველოში 15 მაისის ჩათვლით მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ზოგან ძლიერი წვიმა და სეტყვა. ტემპერატურა საშუალოდ +22, ღამით +13 გრადუსი იქნება.
რაც შეეხება დედაქალაქს. მომდევნო დღეების განმავლობაში თბილისში ნავარაუდევია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ტემპერატურა ხვალ დღისით +17, ღამე +13 გრადუსი იქნება. 14 და 15 მაისს დღისით ტემპერატურა +20 გრადუსი, ღამე +10, +13 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, 16 მაისიდან საქართველოში გამოიდარებს, ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს და 19 მაისამდე უნალექო ამინდი იქნება.