ბინ ლადენი ცოცხალია?- ჟურნალისტური გამოძიება აშშ-ში

ბინ ლადენი ცოცხალია?- ჟურნალისტური გამოძიება აშშ-ში

ცნობილი ამერიკელი ჟურნალისტი სეიმურ ჰერში ბარაკ ობამას და მის ადმინისტრაციას 2011 წელს ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაციის შესახებ ყალბი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს.ვრცელ ჟურნალისტურ გამოძიებაში აღნიშნულია, რომ ტერორისტი სინამდვილეში 5 წლის განმავლობაში პაკისტანში ტყვედ იმყოფებოდა და საუდის არაბეთის დაფინანსებით ხელისუფლებას აბოტ-აბადში გამოკეტილი ჰყავდა. მას იყენებდნენ, როგორც „ალ ქაიდაზე“ ზეწოლის საშუალებას.გარდა ამისა ჰერშის თქმით, სინამდვილეში, სპეცოპერაციის დროს, მხოლოდ ბინ ლადენის მისამართით განხორციელდა გასროლები, თუმცა, ვაშინგტონის მტკიცებით, სპეცრაზმელებს შენობაში წინააღმდეგობა გაუწიეს.სეიმურ ჰერშის მიერ გამოქვეყნებულ მასალებზე კომენტარი ოფიციალურ ვაშინგტონს ჯერ არ გაუკეთებია.