პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ანჯი დუდამ 34.76%, ბრონისლავ კომოროვსკიმ კი, 33.77% მიიღო

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ანჯი დუდამ 34.76%, ბრონისლავ კომოროვსკიმ კი, 33.77% მიიღო

პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ოპოზიციონერმა კანდიდატმა ანჯი დუდამ არჩევნებში მონაწილეთა ხმების 34.76% მიიღო , მოქმედმა პრეზიდენტმა ბრონისლავ კომოროვსკიმ კი - 33.77%. "ბიბისის" ცნობით, ეს არის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საბოლოო შედეგები. იმის გამო, რომ ვერც ერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო ხმათა 50%-ზე მეტის მოპოვება, პოლონეთში არჩევნების მეორე ტური 24 მაისს გაიმართება. 

პირველ ტურში 11 კანდიდატი მონაწილეობდა, მეორეში კი მხოლოდ კომოროვსკი და ოპოზიციონერი ანჯი დუდა მიიღებენ მონაწილეობას. ბრონისლავ კომოროვსკიმ პოლონეთის პრეზიდენტის პოსტი 2010 წელს დაიკავა, მან მაშინაც ვერ შეძლო არჩევნების პირველ ტურში გამარჯვება. მეორე ტურში კი ხმათა 52 პროცენტი მიიღო.