ჯონ ქერი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩადის

ჯონ ქერი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩადის

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი დღეს სოჭში ჩასვლას და რუსეთის პრეზიდენტთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საკუთარ გვერდზე ავრცელებს. 

აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, შეხვედრების დროს განიხილება ორმხრივი ურთიერთობების მთელი რიგი საკითხებისა, მათ შორის ისაუბრებენ ირანის, სიირიისა და უკრაინის თემებზე. 
რუსეთში ვიზიტის შემდეგ, ჯონ ქერი თურქეთში გაემგზავრება, სადაც 13 მაისს ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა გაიმართება. 

პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტისა და ჯონ ქერის შეხვედრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. პესკოვმა რუსულ მედიას განუცხადა, რომ მედიას მაშინვე მიაწვდის ინფორმაციას, როგორც კი ასეთი შეხვედრის გამართვა გადაწყდება.