რიგის სამიტი მოახდენს იმის დემონსტრირებას თუ რა არის შესაძლებელი იმ შემთხვევაში, თუ გაქვს მეგობრული და მშვიდობიანი კავშირები მეზობლებთან , - ეს კომენტარი ევროკომისარმა სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში, იოჰანეს ჰანმა გიორგი მარგველაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე რიგის სამიტთან დაკავშირებით რუსეთის უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ დასმულ შეკითხვაზე პასუხის გაცემისას გააკეთა.
მისი თქმით, მჭიდრო ეკონომიკური კავშირები არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ თავიდან აირიდო შეიარაღებული კონფლიქტი.
"ჩვენ ოთხ სხვადასხვა სფეროზე ვამახვილებთ ყურადღებას, ერთი არის მობილობა, მეორე ურთიერთკავშირი, მესამე კეთილდღეობა და მეოთხე სახელმწიფოს მშნებელობა. ჩვენ შეგვიძლია ამ კუთხით არაერთ მიღწევაზე ვისაუბროთ ვილნიუსის სამიტის შემდეგ, რა კეთდება ახლა და რომ არსებობს არაერთი პოტენციალი მომავალში. ეს უნდა გააცნობიეროს რუსეთმა და გაიგოს, რომ ეს არის ის, რითიც სარგებელს ისინიც მიიღებენ" , - აღნიშნა იოჰანეს ჰანმა.