საქართველოში რუსეთის გავლენა იზრდება

საქართველოში რუსეთის გავლენა იზრდება

რუსეთის გავლენა ქვეყანაში იზრდება-ასე აფასებსნ NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებს, სადაც გამოკითხულთა 31% ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეა:

"ეკონომიკურ პრობლემებთან და ეკონომიკურ კრიზისთან ერთად ეს არის ერთ-ერთი ყველაზე სახოფათო რამ, რომ ბიძინა ივანიშვილის მთავრობის ორნახევარწლიანი მოქმედების შედეგად ძლიერდებიან ქვეყანაში პრორუსული ძალები, იმიტომ რომ ჩვენ ვიცით რომ ეს არის ქართული ოცნების პოლიტიკა, პრორუსული ძალების წახალისება, გაძლიერება და უნდა დავაკვირდეთ იმას, რომ ეს ძალები ძლიერდებიან. მათი გავლენა ძლიერდება მთლიანად ხალხის შიში, რომ საქართველო კარგავს დამოუკიდებლობის წილს და რუსეთის გავლენა საქართველოზე სულ უფრო და უფრო ძლიერი ხდება, ეს შიში ამ კვლევაში ძალიან ნათლად ჩანს" განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის და "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გოკა გაბაშვილმა.