ლიბიის სანაპიროებთან თურქულ სატვირთო გემზე საჰაერო იერიში მიიტანეს

ლიბიის სანაპიროებთან თურქულ სატვირთო გემზე საჰაერო იერიში მიიტანეს

ლიბიის სანაპიროებთან თურქულ სატვირთო გემზე საჰაერო იერიში მიიტანეს, - ამის შესახებ "როიტერი" თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება.

შემთხვევა ლიბიის ქალაქ თობრუკის პორტთან ახლოს მოხდა. თურქულ გემზე საჰაერო იერიში მას შემდეგ მიიტანეს, რაც ლაინერმა ტერიტორიის დატოვება სცადა. თავდასხმის შედეგად დაიღუპა გემის ეკიპაჟის ერთი წევრი, კიდევ რამდენიმე კი დაშავდა.

როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გემი საერთაშორისო წყლებში დაცურავდა. უცნობია თუ ვინ მიიტანა თურქულ სატვირთო გემზე იერიში.