რესპონდენტთა უმეტესობის შეფასებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია

რესპონდენტთა უმეტესობის შეფასებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის შეფასებით, 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მისი ოჯახი იგივე მდგომარეობაშია.

შეკითხვაზე, როგორც ხართ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ თქვენ და თქვენი ოჯახი, კატეგორია "უკეთესად" აირჩია რესპონდენტთა 11%-მა, 55%-ის შეფასებით, "იგივე მდგომარეობაში იმყოფება", 34%-ის მტკიცებით კი "უარესად". აღსანიშნავია, რომ 2014 წლის აგვისტოს კვლევაში იგივე მაჩვენებელი, ანუ რესპონდენტთა რაოდენობა რომელიც მიიჩნევდა, რომ 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა, 17%-ს შეადგენდა.

გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტთა 67% თავს დაუსაქმებლად მიიჩნევს. თავს დასაქმებულად ასახელებს გამოკითხულთა 33%.

NDI-მ გამოკითხვა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩაატარა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 4 360 რესპონდენტი გამოიკითხა.