15 მაისს „ვიშეგრადის ოთხეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

15 მაისს „ვიშეგრადის ოთხეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა გაიმართება

„ვიშეგრადის ოთხეულის“ და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ქალაქ ბრატისლავაში გაიმართება.

შეხვედრაში ლატვიის, რუმინეთის და შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მიიღებენ მონაწილეობას. 

ასევე, შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებს  საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ფედერიკა მოგერინი და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის და გაფართოების საკითხებში მოლაპარაკებათა ევროკომისარი იოჰანეს ჰანი.

საქართველოს დელეგაციას საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი უხელმძღვანელებს.

ვიშეგრადის მინისტერიალზე  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგის სამიტი და მისი მნიშვნელობა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვის პროცესში, ასევე, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არსებული კონფლიქტების გათვალისწინებით და ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხები განიხილება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ვიშეგრადის მინისტერიალი მნიშვნელოვანია იმიტ, რომ წინ უსწრებს 2015 წელს ქალაქ რიგაში დაგეგმილ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტს, რაც მხარეებს შორის სამიტისთვის უფრო ეფექტიანად მომზადების შესაძლებლობას, დასახული მიზნების მიღწევას გზებსა და არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის საშუალებას იძლევა.