გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ორი წლის შემდეგ საქართველოში დღევანდელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება

გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ორი წლის შემდეგ საქართველოში დღევანდელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობის აზრით, ორი წლის შემდეგ საქართველოში დღევანდელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება. შეკითხვაზე, "როცა საქართველოს მომავალზე ფიქრობთ, თქვენი აზრით, რა მდგომარეობა იქნება 2 წლის შემდეგ" - რესპონდენტთა 33%-მა განაცხადა, რომ დღევანდელთან შედარებით უკეთესი მდგომარეობა იქნება, 7% მიიჩნევს, რომ ყველაფერი კარგად იქნება, 27%-ის აზრით, არაფერი შეიცვლება, 13%-ს მოლოდინი აქვს, რომ დღევანდელთან შედარებით უარესი მდგომარეობა იქნება, 2% კიდევ უფრო კატეგორიულია და ფიქრობს, რომ ყველაფერი ცუდად იქნება, 18%-მა კი შეკითხვაზე პასუხი არ იცის.

რაც შეეხება იმას, თუ როგორი მიმართულებით ვითარდება საქართველო, გამოკითხულთა 23%-ს შეფასებით, ქვეყანა სწორი მიმართულებით მიდის, 34%-ის აზრით, საქართველო საერთოდ არ იცვლება, 37% კი მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.