გამოკითხულთა 50%-ის აზრით, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს

გამოკითხულთა 50%-ის აზრით, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ახორციელებს

NDI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 45%-ის აზრით, ხელისუფლება მათთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს ახორციელებს, 50%-ის შეფასებით კი - არა. ასე ნაწილდება გამოკითხულთა პროცენტული მაჩვენებელი შეკითხვაზე - რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ არსებული ხელისუფლება ახორციელებს თქვენთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, აღნიშნულ მოსაზრებას 45% ეთანხმება, 50% - არ ეთანხმება.

რაც შეეხება შეკითხვას, საპარლამენტო ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში იყოს განახორციელებდა თუ არა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან ცვლილებებს, 51%-ის აზრით, ეს ასე არ იქნებოდა, 22% კი - აღნიშნულ მოსაზრებას ეთანხმება.

კვლევა 27 მარტიდან 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. კვლევის ფარგლებში 4 360 რესპოდენტი გამოიკითხა.