NDI-ის გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილები სახელდება

NDI-ის გამოკითხვების თანახმად, ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სამუშაო ადგილები სახელდება

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი საზოგადოებრივი აზრის კვლევების პრეზენტაციას, სასტუმრო "რედისონში" მართავს.

როგორც პრეზენტაციაზე აღინიშნა, გამოკითხულთა 66%-მა ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად, სამუშაო ადგილები დაასახელა, შემდეგ მოდის ფასების ზრდა/ინფლაცია 43%-ით, სიღარიბეს ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად გამოკითხულთა 39% ასახელებს, შემდეგ მოდის ტერიტორიული მთლიანობა 27%-ით, პენსიები, ხელფასები, ხელმისაწვდომი ჯანდაცვა, რუსეთთან ურთიერთობები და განათლება.

პრეზენტაციაზე NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორმა ლორა ფორნტონმა აღნიშნა, რომ ჯანდაცვის პრობლემა აღარ იკავებს რეიტინგის პირველ საფეხურებს, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ ქვეყანაში ჯანდაცვის მიმართულებით გარტარებული რეფორმები მოსახლეობის აზრის კვლევაშიც აისახა.

NDI-ის გამოკითხვა 2015 წლის 27 მარტი, 19 აპრილის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა 4 ათას 360 ადამიანი. კვლევების საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 2.3%. კვლევა მოიცავს შემდეგ თემებს. ეროვნული საკითხები, ეკონომიკა, ქვეყნის მიმართულება, დემოკრატია და მმართველობა, პარლამენტი, საგარეო ურთიერთობები და მედია.