პრემიერის გადაწყვეტილებით, დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის დახმარება გადაეცემათ

პრემიერის გადაწყვეტილებით, დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის დახმარება გადაეცემათ

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, ქობულეთში ხანძრის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს 10-10 ათასი ლარის ოდენობის დახმარება გადაეცემათ.

გარდაცვლილების დაკრძალვის ხარჯებს ქალაქ რუსთავის მერია გაიღებს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი კიდევ ერთხელ უსამძიმრებს დაღუპული ბავშვების ოჯახებს და მთელ საქართველოს. მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ მომხდარი ტრაგედიის მიზეზებს ობიექტური გამოძიება დაადგენს.