6 მინისტრის ცვლილების მოლოდინში

6 მინისტრის ცვლილების მოლოდინში

ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი, საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების ფაქტს ეხმაურება. „პირველ რადიოსთან“ საუბრისას ცისკარიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლას აფასებს და აცხადებს, რომ ირაკლი ღარიბაშილმა დეპუტატების წინაშე წარდგომა ღირსეულად შესძლოა. ექსპერტის აზრით, მთავრობის მეთაურის გამოსვლიდან გამოჩნდა, რომ ის ქვეყანაში არსებულ პრობლემებსა და გამოწვევებს ადეკვატურად აღიქვამს. მისივე თქმით, მინსიტრთა კაბინეტის მხოლოდ სამი მინისტრით განახლება, ღარიბაშვილს სჭირდებოდა მხოლოდ იმისთვის, რომ შემდგომში მთავრობის შემადგენლობის მკვეთრი გადახალისება მოხდეს.

„თავისთავად პროცესი ახალი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების იყო ნამდვილად ძალიან დამაჯერებელი დასტური ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის ზრდის. ჩემთვის ყველაზე შთამბეჭდავი გახლდათ მოხსენება, რომლითაც პრემიერ-მინისტრ გამოვიდა უმრავლესობის წინაშე და რომელმაც საღი მოსაზრებები შემოგვთავაზე მომავლის პერსპექტივასთან დაკავშირებით. მე მოხარული ვარ იმიტომ, რომ იგი სრულიად ფლობდა ინფორმაციას , რომელზეც საუბრობდა და კმაყოფილი დავრჩი, რომ მას შპარგალკა არ დაჭირვებია. ფაქტია, რომ ჩვენს თვალწინ იზრდება მისი პოლიტიკური კლასი და იმედი მაქვს შემდგომი სამქმიანობა მისი მთავრობაში უფრო შედეგიანი იქნება, რადგან გაცნობიერებულია ყველა ის გამოწვევა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებობს. ის რაც მე მოვისმინე მისი გამოსვლა უმრავლესობის წინაშე, სადაც არ იყო მცდელობა მასზე უზრდელობის და თავდასხმის სურვილი და ნამდვილად მრავალმხრივი ინფორმაცია მივიღეთ, რაც დასრულებულ უნდა იყოს იმით, რომ მთავრობის პიარ სამსახური დათხოვნილ უნდა იყო, რომელიც ნამდვილად უუნაროა. ან ამ პროფესიონალებმა ამოიღონ ხმა და დაგვარწმუნონ, რომ ისინი კი ქმედებენ, მაგრამ ხელისუფლების მაღალ დონეზე ვერ აცნობიერებენ საზოგადოებასთან ურთერთობის საჭიროებას. მე კმაყოფილებით ვიყავი გაკვირვებული, რადგან იმდენი თემა მოვისმინე რომლის უმეტესობაზეც არაფერი მსმენია აქამდე. მე ველოდები მინისტრთა კაბინეტში ცვლილებებს, შემიძლია გითხრათ, რომ დარწმუნებული ვარ ასეთ პერსპექტივაში, სხვა მიზეზი გარდა უფრო შინაარსობრივი ცვლილებებისა მე ვერ დავინახე, როდესაც სრულიად მოულოდნელად მოთხოვეს გადადგომა სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრს. ეს მოხდა იმისთვის, რომ კიდევ ექვსი მინისტრის შეცვლის შესაძლებლობა მიეცეს პრემიერ-მინისტრს,“-განაცხადა სოსო ცისკარიშილმა.