გურიის გუბერნატორად გია სალუქვაძე დაინიშნა

გურიის გუბერნატორად გია სალუქვაძე დაინიშნა

გურიის რეგიონის გუბერნატორად გია სალუქვაძე დაინიშნა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციაში დაუდასტურეს.

შესაბამისი ბრაძანება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უკვა გამოსცა.

არსებული ინფორმაციით, სალუქვაძე სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს შინაგანა საქმეთა სამინიტროში, პროკურატურში, "საქრუსენერგოში", დაფუძნებული აქვს არასამთავრობო ორგანიზაცია.

გია სალუქვაძის სახელი საზოგადოებისთვის მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც საქართველოს რეგიონებში მისი ორგანიზებით "ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის შესახებ გადაღებული ფილმი აჩვენეს, რასაც ზუგდიდსა და ფოთში არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ფილმის ჩვენებას არასწრულწოვნებიც ესწრებოდნენ.

გია სალუქვაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან პოლიტპატიმრის სტატუსით არის გათავისუფლებული. არსებული ინფორმაციით, იგი 26 მაისის აქციის დაშლის დრო დააკავეს.