საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვია

საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელს ეწვია

გიორგი მარგველაშვილი  ბრიუსელს სამუშაო ვიზიტით ეწვია.  ოფიციალურ შეხვედრებს სახელმწიფო მეთაური  ხვალიდან დაიწყებს.  საქართველოს პრეზიდენტი   ევროკავშირის პრეზიდენტს დონალდ ტუსკს და ევროკომისარს ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანს შეხვდება. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრა ევროპარტლამენტის პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, ასევე ევრო კომისართან ენერგეტიკის საკითხებში და ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების გაერთიანების პრეზიდენტთან. 

გიორგი მარგველაშვილი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის კონფერენციაში - “The Eastern Partnership – Partnership of Free Choice”, ასევე სიტყვით გამოვა ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტში და პრესკონფერენციაზე მედიის შეკითხვებს უპასუხებს.  საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტის ფარგლებში ნატო-ს გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდება. ასევე დაგეგმილია სახელმწიფოს მეთაურის აუდიენცია მის სამეფო უდიდებულესობასთან ბელგიის მეფე ფილიპთან.

დელეგაციის შემადგენლობაში არიან : საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰეცოგოში და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელი, ნატალი საბანაძე,   საქართველოს მისიის ხელმძღვანელი ნატოში ალექსანდრე მაისურაძე, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, ეკონომიკური მრჩეველი გიორგი აბაშიშვილი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში თენგიზ ფხალაძე.