მაკედონიის შსს-ს ინფორმაციით, პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ხუთი კოსოვოელია

მაკედონიის შსს-ს ინფორმაციით, პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ხუთი კოსოვოელია

მაკედონიის ჩრდილოეთ ქალაქ კუმანოვოში პოლიციაზე თავდასხმის ორგანიზებაზე პასუხისმგებელი ხუთი კოსოვოელია. ამის შესახებ "ბიბისის" ცნობით, მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტროში იტყობინებიან. გუშინ მომხდარ თავდასხმაში ათზე მეტი ადამიანისგან შემდგარი შეიარაღებული ჯგუფი მონაწილეობდა. შედეგად დაიღუპა რვა პოლიციის ოფიცერი და 14 შეიარაღებული პირი დაიღუპა. 
როგორც მაკედონიის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ივო კოტევსკი იტყობინება, სერბეთისა და მაკედონიის სასაზღვრო რეგიონში ოპერაცია ამ დროისათვის დასრულებულია და ყველა "ბოევიკი" ნეიტრალიზებულია. 

ამას გარდა, პოლიციის ცნობით, ამოღებულია დიდი რაოდენობით იარაღი. მომხდარს გამოეხმაურა მაკედონიის პრემიერ-მინისტრი ნიკოლა გრუევსკი. მისი თქმით, თავდასხმის მიზანს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაცია წარმოადგენდა. 

გასულ თვეს სოფელ გოშინცეში მაკედონიის პოლიციის შენობას კოსოვოში მცხოვრები 40 ეთნიკურად ალბანელი დაესხა თავს. ისინი მაკედონიის ტერიტორიაზე ალბანეთის სახელმწიფოს შექმნას ითხოვდნენ. მაკედონიის მოსახლეობის მეოთხედი - დაახლოებით ორი მილიონი ადამიანი ეთნიკურად ალბანელია. ისინი ამ დრომდეც აქტიურად ითხოვდნენ მაკედონიაში უფრო მეტი უფლებების მინიჭებას.