ყოფილი პოლიტპატიმარი ცოტნე გამსახურდია "ფეისბუქის" პირად გვერდზე ქობულეთში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, სადაც სასტუმროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სამი ბავშვი გარდაიცვალა.
"ქობულეთის ინციდენტში ცალსახა მხოლოდ ისაა, რომ არ არსებობდა საერთოდ არავითარი საევაკუაციო გეგმა და ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებები, მეტიც, როგორც ცნობილია, "სასტუმრო" რეალურად ცეცხლსაშიში, აალებადი პლასტმასის პანელებით იყო აწყობილი.
ხელისუფლებას თუ თავმოყვარეობა აქვს და ამ ქვეყანაში ოდნავ მაინც არსებობს კანონი, ეს ღორი მეპატრონე ხასანა ორნიშნა ვადით უნდა გაამწესონ, სადაც ჯერ არს! მერე იწუწუნოს კონდიციონერის ფულზე ამ ნაბ**მა!
ახალგამოჩეკილი "ბიზნესმენები" რომ გაუგებარი მასალით და გაუგებარი გეგმით აშენებენ სასტუმროებს, საცხოვრებელ სახლებს, და ა.შ. სწორედ ამიტომ მოხდა ქობულეთის ტრაგედია! ჩემის აზრით, ამ ბავშვების სიცოცხლეზე პასუხი პირველ რიგში მშენებლობის დამკვეთმა, შემსრულებელმა და არქიტექტორებმა უნდა აგონ! თუმც აქ ხომ არც კანონი არსებობს და არც მისი უზენაესობა: ვიღაც სირსიკო "ინვესტორის" გაუგებარი მანქანებით ნაშოვნი რამოდენიმე მილიონის გულისთვის ჩეხავენ ხეებს, აბინძურებენ გარემოს, გვიწყობენ ეკოციდს, აშენებენ სეისმური, გეოდეზიური, სახანძრო ნორმების საწინააღმდეგოდ და კრიტერიუმი მხოლოდ ერთია: ამწუთიერი, მაქსიმალური მოგება - ადამიანების ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე. ფუ, მო***ნთ გამზრდელი...!"