"თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი ირაკლი ალასანია ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპული ბავშვების ოჯახებს უსამძიმრებს.
"შემძრა ქობულეთში დატრიალებულმა ტრაგედიამ, რასაც სამი მოზარდის სიცოცხლე შეეწირა. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ და "თავისუფალი დემოკრატების" სახელით ვუსამძიმრებ დაღუპული ბავშვების ოჯახებს", - წერს ალასანია Facebook-ის გვერდზე.
ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის დროს სამი ბავშვი დაიღუპა.