ბავშვების ასეთი ტრაგიკული დაღუპვა აუნაზღაურებელი დანაკლისი და მოუშუშებელი ტკივილია

ბავშვების ასეთი ტრაგიკული დაღუპვა აუნაზღაურებელი დანაკლისი და მოუშუშებელი ტკივილია

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, თინათინ ხიდაშელმა ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარება გამოთქვა.

"საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების სახელით მინდა მივუსამძიმრო დაღუპული ბავშვების ოჯახებს. ისევე როგორც სრულიად საქართველო, მეც, პირველ რიგში, როგორც დედა და ქალი, შემძრა ამ ტრაგედიამ. ბავშვების ოჯახებისა და ახლობლების მიმართ უდიდეს გულისტკივილსა და თანაგრძნობას გამოვხატავ; თუმცა ეს ის შემთხვევაა, როდესაც სიტყვები უძლურია, ბავშვების ასეთი ტრაგიკული დაღუპვა აუნაზღაურებელი დანაკლისი და მოუშუშებელი ტკივილია", - ნათქვამია თავდაცვის მინისტრის სამძიმრის წერილში.

ქობულეთში, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის დროს სამი ბავშვი დაიღუპა.