ბათუმის ექსპერტიზის ბიუროდან ქობულეთის სასტუმროში დაღუპული ბავშვების ცხედრების გამოსვენებისას ინციდენტი მოხდა. დაღუპულების მშობლები და ახლობლები გარდაცვლილთა ცხედრების ნახვას ითხოვდნენ. ისინი ექსპერტიზის ბიუროდან გამოსულ 112-ის ავტომობილს წინ გადაუდგნენ.
ერთ-ერთი გარდაცვლილი ბავშვის მამამ და მამიდამ ავტომობილის საბურავებში ჩავარდნა სცადეს. დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა სასწრაფო დახმარების მანქანა ადგილიდან გაიყვანეს.
ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა. ცხედრები ბათუმის ექსპერტიზის ბიუროდან რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ. როგორც აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან გორგილაძემ განაცხადა, ძლიერი დამწვრობების გამო ცხედრების იდენტიფიცირება ვერ მოხერხდა, გარდაცვლილების მშობლებს დნმ-ის ანალიზი აუღეს. მისივე განმარტებით, დნმ-ის ანალიზების პასუხებამდე ცხედრები რუსთავის ექსპერტიზის ბიუროში იქნებიან დასვენებული.