საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი ქობულეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს

"ძნელია მოძებნო სიტყვები იმ გულისტკივილის გადმოსაცემად, რასაც ქობულეთში დატრიალებული უბედურების გამო განვიცდი. შეუძლებელია როგორმე ანუგეშო სამი უნიჭიერესი ბავშვის მშობლები და ახლობლები. ამ ტრაგედიას  დღეს სრულიად საქართველო  გლოვობს.

ამ უმძიმეს წუთებში, მთელი გულით ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების წევრებისა და ახლობლების  მწუხარებას და თანადგომას ვუცხადებ მათ."