ქობულეთში, ცეცხლმოკიდებული სასტუმრო "არმაზიდან" პოლიციის და აჭარის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომლებმა 45 ადამიანი გამოიყვანეს. როგორც "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, სასტუმროს შენობაში გაჩენილი ხანძარი ქობულეთის პოლიციის თანამშრომლებმა შეამჩნიეს.
სასტუმროში მყოფი 45 ადამიანიდან 31 ბავშვი იყო. 3 ბავშვი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ადგილზე მუშაობდნენ პოლიციის თანამშრომლები და სახანძრო სამსახურის 9 ბრიგადა. ხანძარი ამ დროისთვის სრულად არის ლიკვიდირებული.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ამას გამოძიება დაადგენს. საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით, რაც გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან გადადგურებას, რომელმაც გაუფრთხილებლობით 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.