ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე, სასტუმრო "არმაზში" გაჩენილი ხანძრის დროს სამი ბავშვი დაიწვა. როგორც "ინტერპრესნიუსს" ქობულეთის გამგებელმა სულხან ევგენიძემ განუცხადა, გამთენიისას გაჩენილი ხანძრის დროს სასტუმრო დაიწვა და სამი ბავშვის შენობიდან გამოყვანა ვერ მოხერხდა.
"გამთენიისას ხანძარი გაჩნდა სასტუმროში, სამწუხაროდ, სამი ბიჭი დაიწვა, ისინი სხვა ბავშვებთან ერთად რუსთავიდან იყვნენ ჩამოსულნი, ანსამბლის წევრები არიან", - აღნიშნა სულხან ევგენიძემ.
დაღუპულები 10-11 წლის ბავშვები არიან.