ანგელა მერკელი - მიუხედავად რუსეთთან არსებული უთანხმოებისა, 10 მაისს მოსკოვში გამგზავრება მნიშვნელოვანია

ანგელა მერკელი - მიუხედავად რუსეთთან არსებული უთანხმოებისა, 10 მაისს მოსკოვში გამგზავრება მნიშვნელოვანია

მიუხედავად რუსეთთან არსებული უთანხმოებისა, 10 მაისს მოსკოვში გამგზავრება ძალიან მნიშვნელოვანია, - ეს განცხადება რუსული მედიის ცნობით, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა. 

"ჩვენსა და რუსეთს შორის ახლა აზრთა ძალიან დიდი სხვაობაა - მათ შორის უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა, მნიშვნელოვანია ჩემთვის, რომ 10 მაისს წავიდე მოსკოვში და რუსეთის პრეზიდენტთან ერთად პატივი მივაგო უცნობი ჯარისკაცის საფლავს, პატივი მივაგო მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპულ მილიონობით ადამიანს, რომელიც გერმანიის სინდისზეა", - განაცხადა კანცლერმა. 

როგორც არაერთმა დასავლელმა ლიდერმა, 9 მაისს მოსკოვში გამგზავრებაზე უარი ანგელა მერკელმაც თქვა, თუმცა, ის რუსეთში დღეს ჩავა და უცნობი ჯარისკაცის მემორიალს გვირგვინით შეამკობს.