ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ომის ვეტერანები დააჯილდოვა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ ომის ვეტერანები დააჯილდოვა

მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მერაბ ჭანუყვაძე, მოადგილეებთან ერთად დღეს ომის ვეტერანებს შეხვდა, მცირე სადილით გაუმასპინძლდა და საიუბილეო მედლით დააჯილდოვა.

გარდა ამისა, მუნიციპალიტეტმა, სპეციალურად ამ დღისთვის, ვეტერანებს 200 ლარიანი ფულადი პრემია გადასცა.

“ამ ადამიანების წინაშე თითოეულ ჩვენთაგანს დიდი ვალდებულება აკისრია. ჩვენი მოვალეობაა პირნათელი ვიყოთ მათი დამსახურების წინაშე”, - აღნიშნა მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.

დაჯილდოების შემდეგ ვეტერანებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების მემორიალთან ქალაქის ცენტრში გადაინაცვლეს.

მთავრობის 28 აპრილს დადენილებით, წელს, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები 1 000 ლარს, ხოლო ომში დაღუპულთა მარჩენალდაკარგული პირები 500 ლარს მიიღებენ.