რუსი ბაიკერების მოტოციკლებს საღებავები გადაასხეს

რუსი ბაიკერების მოტოციკლებს საღებავები გადაასხეს

გვიან ღამით უცნობმა პირებმა რუსი ტურისტების მოტოციკლები შეღებეს. აღნიშნული მოტოციკლები საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ჩამოსულ, ე.წ. პუტინის "ღამის მგლებს" ეკუთვნით, რომლებიც, არსებული ინფორმაციით, დღეს ვაკის პარკში მარშის მოწყობას აპირებენ.

რუსი ბაიკერების საღებავგადასხმული მოტოციკლების ამსახველი ვიზუალური მასალა Facebook-ზე გავრცელდა.

შეგახსენებთ, რომ ვაკის პარკთან ქართველი ბაიკერები რუსი ბაიკერების საწინააღმდეგო აქციას მართავენ.