გიორგი მარგველაშვილი - მთავრობის თითოეულ წევრს ვუსურვებ წარმატებებს და ვითანამშრომლებ ყველა მინისტრთან

გიორგი მარგველაშვილი - მთავრობის თითოეულ წევრს ვუსურვებ წარმატებებს და ვითანამშრომლებ ყველა მინისტრთან

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მთავრობის ახალ შემადგენლობას წარმატებას უსურვებს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს პარლამენტის მხრიდან მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის კომენტირებისას განუცხადა. 

"დღეს დილაადრიან გამოეცხადა მთავრობას ნდობა პარლამენტში. მე მთავრობას ვუსურვებ წარმატებებს. სეიროზული გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა. უპირველესად ეს არის ეკონიმიკა.

აუცილებელია ეფექტური ღონისძიებების გატარება სავალუტო პრობლემების დასაძლევად, ეკონომიკისთვის უფრო ძლიერი იმპულსების მისაცემად კი, სერიოზული შესაძლებობების გამოყენება, რომელიც საქართველოს ეკონომიკურად გააჩნია", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

მისივე შეფასებით, არის სირთულეები და არის გამოწვევები საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით. "აუცილებელია დემოკრატიული დღის წესრიგის შენარჩუნება. ვუსურვებ წარმატებებს მთავრობის თითოეულ წევრს და ვითანამშრომლებ მთავრობასთან და მის ყველა მინისტრთან", - განაცხადა პრეზიდენტმა.