პრემიერმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

პრემიერმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო. 

მთავრობის მეთაური ვაკის პარკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პარტიარქთან და მინისტრებთან ერთად იმყოფებოდა. ირაკლი ღარიბაშვილმა უცნობი ჯარისკაცის საფლავის გვირგვნით შემკობის შემდეგ მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებით გადაღებულ ფილმს უყურა, მოგვიანებით კი ვაკის პარკში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. 

"დღეს არის მსოფლიოში უდიდესი ბოროტების, ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავი. ჩვენი ქვეყანა არის გმირების ქვეყანა, ვინაიდან მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 350 000 ქართველი დაეცა გმირულად ბრძოლის ველზე. მე ქედს ვიხრი მათი ხსოვნის წინაშე. ასევე მინდა მივესალმო ჩვენს ქართველ ვეტერანებს, მივულოცო დღევანდელი დღე და ვუსურვო, რომ მსოფლიოში აღარასოდეს განმეორდეს ის ტრაგედია, როგორიც იყო მეორე მსოფლიო ომი", - მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა ვაკის პარკში შეკრებილ საზოგადოებას.