ნოდარ ხადური ჟურნალისტებს - თქვენც კი გაგიხარდებათ ისეთი კარგი შედეგები გვექნება

ნოდარ ხადური ჟურნალისტებს - თქვენც კი გაგიხარდებათ ისეთი კარგი შედეგები გვექნება

დაგველოდეთ და ნახავთ ყველა გამოწვევაზე შესაბამის პასუხს, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა ჟურნალისტების შეკითხვას, როგორ აპირებს მთავრობის განახლებული შემადგენლობა არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას. 

ხადური ირწმუნება, რომ მთავრობას კარგი შედეგები ექნება. 

"დაგველოდეთ და ნახავთ ყველა გამოწვევაზე შესაბამის პასუხებს. მერწმუნეთ, თქვენც კი გაგიხარდებათ ისეთი კარგი შედეგები გვექნება", - მიმართა ხადურმა ჟურნალისტებს. 

ფინანსთა მინისტრი დღეს ვაკის პარკში იმყოფებოდა, სადაც ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლისთავთან დაკავშირებით, უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირიგინით შეამკო. 

"მინდა მთელ მსოფლიოს და განსაკუთრებით საქართველოს მივულოცო ფაშიზმზე გამარჯვების 70 წლის იუბილე. ეს იყო ომი, რომლის მოგებაშიც ქართველებმა სხვებზე არანაკლები წვლილი შეიტანეს. მინდა საქართველოს შემდგომშიც დიდი გამარჯვებები ვუსურვო", - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.