პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

პარლამენტმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

მმართველმა გუნდმა მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას ნდობა გამოუცხადა. 

პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მინისტთა კაბინეტს მხარი 87 დეპუტატმა დაუჭირა. მის წინააღმდეგ ხმა 38 პარლამენტის წევრმა მისცა. კვორუმი 76 დეპუტატი იყო.

განახლებულ მინისტრთა კაბინეტში სამი ახალი მინისტრია – თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების თანამდებობაზე გიგლა აგულაშვილი და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი. 

ყველა სხვა მინისტრი დაკავებულ თანამდებობაზე რჩება. უცვლელია პრემიერ-მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილი.