დღეს საქაართველოს მოქალაქეები ნანობენ იმ არჩევანს, რომელიც მათ ორი წლის წინ გააკეთეს

დღეს საქაართველოს მოქალაქეები ნანობენ იმ არჩევანს, რომელიც მათ ორი წლის წინ გააკეთეს

საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის, დავით ბაქარძის განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლებამ მმართველობის პერიოდში ცვლილებების განხორციელება ვერ მოახერხა.

როგორც ბაქარძემ რიგგარეშე სესიაზე განაცხადა, დღეს საქაართველოს მოქალაქეები ნანობენ იმ არჩევანს, რომელიც მათ ორი წლის წინ გააკეთეს.

"ამ მომენტისთვის საზოგადოება ითხოვს ცვლილებებს და განსხვავებულ განვითარებას. ამას ადასტურებს ჩვენი ნებისმიერი კონტაქტი მოსახლეობასთან და ამას ადასტურებს ნებისმიერი სოციოლოგიური კვლევაც. როდესაც ვატარებდი ჩემს საპრეზიდენტო კამპანიას, არც ერთხელ არ მითქვამს, რომ ხელისუფლება უნდა წავიდეს. ყოველთვის ვამბობდი, რომ უნდა ვაცადოთ და გააკეთონ საქმე. რა შეიცვალა ამ ორწელიწადნახევარში?! დღეს საზოგადოების დიდი ნაწილი ითხოვს ცვლილებებს და მთავრობის შეცვლას. ამ ხნის განმავლობაში მთავრობამ მოახერხა ის, რომ საქართველოს მოქალაქეები ნანობენ თავიანთ არჩევანს. მთავრობამ მოახერხა ის, რომ დაპირებების შესრულების ნაცვლად ათასობით ოჯახში შევიდა გაჭირვება და სიდუხჭირე.

მე აქ ვერ დავინახე სიტყვები, რომელიც ადეკვატურად ასახავდა საზოგდოების წინაშე არსებულ პრობლემებს. ამ დარბაზის გარეთ არის სხვა საქართველო და ამ ორი დღის განმავლობაში ამაზე აქ არაფერი თქმულა. თქვენ ხშირად ამბობთ, რომ ის რაც ხდება ყველაფერი არის კარგად და ოპოზიცია სურათს ხატავს ცუდად. ბევრ ქვეყანაში სურათს მთავრობა ქმნის და არა ოპოზიცია. მაგრამ როცა სურათს ქმნის ოპოზიცია, მაშინ ხელისუფლება უნდა წავიდეს. ამიტომ ჩემი თხოვნა იქნება, ნუ იმეორებთ ხშირად, რომ ქვეყანაში სურათს ქმნის ოპოზიცია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ სხდომაზე.