ჩემთვის ცნებებს, როგორიცააა ღირსება, პასუხისმგებლობა და გუნდურობა, ყავლი არ გასვლია

ჩემთვის ცნებებს, როგორიცააა ღირსება, პასუხისმგებლობა და გუნდურობა, ყავლი არ გასვლია

ჩემთვის ცნებებს, როგორიცააა ღირსება, პასუხისმგებლობა და გუნდურობა, ყავლი არ გასვლია, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

"მინდა მოკლე რეპლიკა გავაკეთო ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე. ის, რომ მე ვდგავარ აქ, ნიშნავს იმას, რომ ჩემთვის ცნებებს, როგორიცააა ღირსება, პასუხისმგებლობა და გუნდურობა, ყავლი არ გასვლია. როდესაც მე ვსაუბრობ ღირსებაზე, ნიშნავს იმას, რომ ჩვენი გუნდისთვის საწყისი და თავი და თავი ყველაფრის არის თითოეული ჩვენი თანამოქალაქის ღირსება. როდესაც მე ვსაუბრობ გუნდურობაზე, ეს არ ნიშნავს ერთხმიანობას და როცა ვსაუბრობ პასუხისმგებლობაზე, ნიშნავს, რომ ჩვენ აქ მსხდომნი არავითარ შემთხვეაში არ ვფიქრობთ, რომ ქვეყანაში ყველაფერი არის ფერადი და პირველ რიგში ეს პაუსუხისმგებლობა ვრცელდება იმაზე, რაც ჯერ კიდევ არის გამოსასწორებელი და მხოლოდ ამის შემდგე ვრცელდება ყველა იმ დადებითზე, რომელიც დანახული იქნებოდა ყველა იმ ადამიანის მიერ, რომელსაც რაღაცის დანახვა სურს", - განაცხადა კვირიკაშვილმა.