ზაქარია ქუცნაშვილი:  ქვეყანა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას

ზაქარია ქუცნაშვილი: ქვეყანა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოსაყვანად, მნიშვნელოვანია სხვადასხვა პროექტების განხორციელება, რომელიც ქვეყანაში კაპიტალდაბანდებებს შეუწყობს ხელს.

როგორც ქუცნაშვილმა რიგგარეშე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქვეყანა დღეს დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

"საქართველოსთან არსებული გამოწვევებიდან მე გამოვყოფდი სამ ფაქტორს. ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, სიღარიბე, უმუშევრობა და დემოგრაფიული მდგომარობა. მნიშვნელოვანია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით 2015 წელს დაიწყო პირდაპირი დიალოგი აფხაზებთან. მე მივესალმები ამ დიალოგის დაწყებას. რვა წლის წინ შეწყვეტილი დიალოგი უნდა გავაძლიეროთ და გავაღრმავოთ. რაც შეეხება სიღარიბეს და უმუშევრობას, მისი დაძლევა შეუძლებელი იქნება ეკონომიკის შექმნის გარეშე. ამ კუთხით ისეთი პროექტების წარმოება, როგორიცაა ,,აწარმოე საქართველოში", ,,დანერგე მომავალი" და ასე შემდეგ, მათი განხორციელება აუცილებელია კაპიტალდაბანდებებისთვის. მნიშვნელოვანია ასევე დაჩქარებული პრივატიზაცია. ჩვენ არ უდა ვუყუროთ პრვატიზაციას, როგორც ფისკალური შედეგის მომცემ პროცესს. პრივატიზაცია ეს არის მკვდარი კაპიტალის ჩავლის პროცესით ადამიანების დასაქმება, რაც წარმოშობს გადასახადებს საქართველოს ბიუჯეტში. მნიშვნელოვანია ასევე საპენსიო რეფორმის გატარებაც. ჩვენი ლოზუნგი უნდა იყოს დარგობრივი ეკონომიკა ეკონომიკისთვის", - განაცხადა ქუცნაშვილმა სხდომაზე.