ნამდვილად მინდა დაგიდასტუროთ, რომ არაღიარების პოლიტიკა არის ჩვენი საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი ქვაკუთხედი და უმნიშვნელოვანესი პროცესი, მაგრამ არაღიარების პოლიტიკა ქვეყნის შიგნით, ნამდვილად არ არის ის პრიორიტეტი, რომელიც ჩვენ უნდა გვქონდეს დღეს. ამის შესახებ პარლამენტის სხდომაზე "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი ჩიქოვანამ განახცადა.
"სამწუხაროდ ჩვენ ამ დღეების განმავლობაში დავინახეთ ის, რომ ხელისუფლებას არჩეული აქვს არაღიარების პოლიტიკა - არ აღიარო ის, რომ ქვეყანაში არის სერიოზული სავალუტო კრიზისი. სავალუტო კრიზისი, რომელიც შეეხო აბსოლიტურად ყველას, თითოეულ ჩვენს მოქალაქეს", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.