არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსავალია, საქართველოს მოსახლეობა დადგეს ფეხზე და პარლამენტი გარეკოს

არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსავალია, საქართველოს მოსახლეობა დადგეს ფეხზე და პარლამენტი გარეკოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრ აკაკი ბობოხიძის აზრით, არსებული ჩიხური ვითარებიდან გამოსავალია, საქართველოს მოსახლეობა დადგეს ფეხზე და პარლამენტი გარეკოს.

ამის შესახებ ბობოხიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ბობოხიძე გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა ვერ უპასუხა ზურაბ ჯაფარიძის კითხვას, თუ რამდენია ბიუჯეტის შემოსავლების ნაწილი.

"თქვენ დღეს კაბინეტში დიაგრამები უნდა გეკიდოთ და ქვეყნის პულსზე გედოთ ხელი. მე არ მახსენდება საქართველოს ისტორიაში პრემიერ-მინისტრი, რომელმაც არ იცოდა ქვეყნის მთავარი საბიუჯეტო მაჩვენებლები. ერთ-ერთი ყველაზე ცუდი პრემიერი გვყავდა ბიძინა ივანიშვილი, მაგრამ თქვენ სამწუხაროდ, გაუსწარით მას", - განაცხადა ბობოხიძემ.

კიდევ ერთი მიზეზი იმისა, რის გამოც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრი არ უნდა იყოს, ბობოხიძის აზრით ისაა, რომ ქვეყანას არაფორმალურად ბიძინა ივანიშვილი მართავს.

"მე მეგონა, რომ საქართველოს პარლამენტს ეყოფოდა პასუხისმგებლობა, დღევანდელი მთავრობისთვის მხარი არ დაეჭირა. მაგრამ თქვენ არა ხართ პასუხისმგებელი ქართველი ხალხის წინაშე, იმიტომ, რომ ქართველ ხალხს თქვენ არ აურჩევიხართ. ქართველმა ხალხმა არიჩია ბიძინა ივანიშვილი. ამიტომ ერთადერთი გამოსავალი ამ ჩიხური ვითარებიდან ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობა დადგეს ფეხზე და ის პარლამენტი გარეკოს, რომელიც ვერ გრძნობს პასუხისმგებლობას ქვეყნის წინაშე", - განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.