"აღმოსავლეთ პარტნიორობის" რიგის სამიტზე, რომელიც მიმდინარე თვის ბოლოს გაიმართება, არც უკრაინა და არც საქართველო უვიზო რეჟიმს ევროკავშირთან არ მიიღებენ. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა ნატაშა ბერტომ განაცხადა.
ევროკომისიის მიერ ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ორივე ქვეყანასთან სავიზო რეჟიმს ეხება, ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ბერტომ განაცხადა, რომ ევროკომისიამ იცის საქართველოსა და უკრაინის სურვილის შესახებ, რომ მიიღონ უვიზო სტატუსი აღნიშნულ სამიტზე, მაგრამ ეს "ვადების თვალსაზრისით ძალიან ამბიციურია. ევროკომისა მზად არის წინ წაიწიოს მომავალ ანგარიშში მიმდინარე წლის ბოლოსთვის იმ შემთხვევაში, თუკი პროგრესი იქნება მიღწეული", - აღნიშნა ნატაშა ბერტომ.