აზიმ სადიკოვი:   ეროვნულ ბანკზე ზეწოლა არ უნდა გრძელდებოდეს

აზიმ სადიკოვი: ეროვნულ ბანკზე ზეწოლა არ უნდა გრძელდებოდეს

ეროვნულ ბანკზე ზეწოლა არ უნდა გრძელდებოდეს, ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის მუდმივმა წარმომადგენელმა აზიმ სადიკოვმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განუცხადა.

"ჩვენ ვადევნებთ მოვლენებს თვალ-ყურს, ძალიან გვაშფოთებს ის მდგომარეობა, რაც ხდება საქართველოში, რადგან დიდია ზეწოლა საქართველოს ეროვნულ ბანკზე. ეს მიუღებელია იმდენად, რამდენადაც ეს არ შედის ქვეყნის ინტერესებში", - განაცხადა სადიკოვმა.

მისივე თქმით, ლარის გაცვლითი კურსი უნდა იყოს მცოცავი. "ეს პოზიცია უნდა იყოს მხარდაჭერილი. აქედან გამომდინარე, ზეწოლა ეროვნულ ბანკზე არ უნდა გრძელდებოდეს. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდის პოზიცია", - განაცხადა სადიკოვმა.