"ეს იყო არაადეკვატურობის ზეიმი,"- ამ განცხადებას, " ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი აკეთებს. თაქთაქიშვილმა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა შეაფასა და განაცხადა , რომ პრემიერ-მინისტრი არსებულ ვითარებას ადეკვატურად ვერ აფასებს. თაქთაქიშვილმა გამოსვლის დროს პრემიერ-მინისტრს კითხვაც დაუსვა. დეპუტატი დაინტერესდა თუ როდის დაუბრუნდება ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.67-ის ნიშნულს.
"ბატონო ირაკლი ეს იყო არაადეკვატურობის ზეიმი. ეს სიტყვა ძლიან გიყვართ, მაგრამ საკუთარ თავში ვერ ხედავთ რატომღაც. მე მაინტერესებს, იცით თუ არა 2012 წლის პირველ ოქტომბერს რამდენი იყო და დღეს რამდენია ლარის კურსი დოლართან მიმართებაში? და აქვე მაინტერესებს როდის დაუბრუნდება ლარის კურსი 1.67-ის ნიშნულს?,"- განაცხადა ჩიორა თაქთაქიშვილმა.