ალასანიას პასუხი ღარიბაშვილს

ალასანიას პასუხი ღარიბაშვილს "კაბელების საქმეზე"

ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადებას ე.წ კაბელების საქმეთან დაკავშირებით ირაკლი ალასანია ეხმაურება და პრემიერს პასუხობს ""მე მინდა, შევეხო იმ საუბარს, რომელიც ახსენა ღარიბაშვილმა - ეს საუბარი შედგა, როდესაც მივიღე უტყუარი მონაცემები იმის შესახებ, რომ მისი ახლობელი იყო ჩართული "დელტაკომის" მხარეს ამ საქმის პოლიტიზირებაში და მეორე - როდესაც უტყუარი ინფორმაცია შევიტყვე, რომ იმ პერიოდში ბიძინა ივანიშვილთან, თავის საზაფხულო რეზიდენციაში, შეხვედრა ჰქონდათ პროკურატურის წარმომადგნლებს, რომლებმაც დავალება მიიღეს ბიძინა ივანიშვილისგან, რომ ეს საქმე შეეკერათ ჩემი და "თავისუფალი დემოკრატების" წინააღმდეგ",-განაცხადა ალასანიამ