საპარლამენტო უმცირესობა ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმაურება

საპარლამენტო უმცირესობა ირაკლი ალასანიას განცხადებას ეხმაურება

დეპუტატ ტარიელ ლონდარიძის თქმით, კარგი იქნებოდა, ალასანიას პოლიტიკურ დევნაზე მაშინ ესაუბრა, როცა საქართველოს ყოფილი და მოქმედი პრემიერები „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ პოლიტიკურ დევნას ახორციელებდნენ

„ირაკლი ალასანია თავიდანვე ადეკვატური რომ ყოფილიყო თავის ქმედებებში, როცა ის ხელისუფლებაში იყო, ის არ მიიღებდა იმას, რაც მიიღო. ის, რომ ხდებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებზე პოლიტიკური დევნა და ის პირადად მონაწილე იყო ამ პოლიტიკური დევნის, მაშინ რატომ არ გაემიჯნა და მაშინ რატომ არ აპროტესტებდა ამ ყველაფერს? ის, რაზეც ალასანია საუბრობს, რომ მასზე ირაკლი ღარიბაშვილის და ბიძინა ივანიშვილის მხრიდან განხორციელდა პოლიტიკური დევნა, დავეთანხმები და ვეტყვი, რომ დიახ, ასეა და ჩვენს მსგავსად, მასზეც პოლიტიკური დევნა განხორციელდა. ე.წ. კაბელების საქმე დიახაც, რომ პოლიტიკური საქმეა“, - აცხცადებს ტარიელ ლონდარიძე.