პარლამენტარებს უფლებამოსილება ვადაზე ადრე მინისტრებად დანიშვნის გამო შეუწყდათ.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, 1 მაისს თინა ხიდაშელი თავდაცვის მინისტრად გიგლა აგულაშვილი კი, გარემოს დაცვის მინისტრად დაინიშნა, შესაბამისად მათ დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყდათ.
ცნობისთვის, მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი დღეს, რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცებს.