საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ტყემალაძე აცხადებს, რომ ე.წ კაბელების საქმესთან დაკავშირებით არსებულ ეჭვებზე დასკვნას სასამართლო გამოიტანს. „ყველას თავისი ინტერესებიდან გამომდინარე საუბრობს და არა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩემი აზრით არავითარი მიზან მიმართული კამპანია ამ მიმართულებით, არ მიმდინარეობდა. არის გარკვეული ეჭვები. ეს ეჭვები ან დადასტურდება, ან უარყოფილი იქნება სასამართლოს მიერ. დაველოდოთ და შემდეგ გავაკეთოთ შეფასებები“,-განაცხადა ტყემალაძემ.