"ხელისუფლება ვერ იძლევა გარანტიას, რომ არ გაუძვიურდება ცხოვრება და ლარი არ გააგრძელებს გაუფასურებას"

საპარლამენტო უმცირესობაში მიაჩნიათ, რომ გუშინ პარლამენტში, არც ერთ კითხვაზე კონკრეტული პასუხები ვერ მიირეს. პარლამენტის ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი მიიჩნევს, რომ არ არსებობს არც ერთი კონკრეტული გეგმა რის გამოც შეიძლება მათ ხელისუფლებას მხარი დაუჭირონ "ჩვენ არ მიგვიღია არცერთი კონკრეტული პასუხი, არც ერთი კონკრეტული შედეგი არ დაუსახელებით, არცერთი კონკრეტული გეგმა, რის გამოც შეიძლება ამ ხელისუფლებას დაუჭიროთ მხარი. ხელისუფლება ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ ჩვენს მოსახლეობას არ გაუძვიურდება ცხოვრება და ლარი კვლავაც არ გააგრძელებს გაუფასურებას",-განაცხადა დეპუტატმა.