„მართლაც მისასალმებელი ფაქტია, როდესაც ასეთი ერთიანობა ფიქსირდება“

„მართლაც მისასალმებელი ფაქტია, როდესაც ასეთი ერთიანობა ფიქსირდება“

საგარეო ურთიერთობათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველის თენგიზ ფხალაძის განცხადებით, იმ ერთიანობით, რაც პრეზიდენტსა და მთავრობას შორის დაფიქსირდა, საქართველო მოახერხებს სერიოზული მიზნების მიღწევას.

„ეს მართლაც უაღრესად მისასალმებელი ფაქტია, როდესაც ასეთი რამ ფიქსირდება. ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდება ქვეყანას და დარწმუნებული ვარ, სწორედ ამ ერთიანობით, ჩვენ მოვახერხებთ ძალიან სერიოზული მიზნების მიღწევას. რაც უფრო მეტად იქნება დაფიქსირებული ეს ერთიანობა, მით უკეთესი იქნება ქვეყნისთვის. გამიხარდება, თუ ასეთ ერთიანობას დააფიქსირებს ყველა პოლიტიკური ძალა საქართველოში, იმ გამოწვევების წინაშე, რაც დღეს ქვეყანას გააჩნია“, - განაცხადა ფხალაძემ.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე რიგის სამიტის წინ ევროკომისიის პრეზიდენტს, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტს და ევროპარლამენტის პრეზიდენტს ერთობლივი წერილით მიმართავენ.

წერილში, რომელსაც პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და პარლამენტის თავმჯდომარე ერთობლივად აწერენ ხელს, საუბარია რიგის სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე.