ამერიკელმა სამხედროებმა

ამერიკელმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ სირიელ ამბოხებულთა ჯგუფის წვრთნა დაიწყეს

ამერიკელმა სამხედროებმა სირიელ ამბოხებულთა ჯგუფის წვრთნა დაიწყეს იმისათვის, რომ მათ წინააღმდეგობა გაუწიონ "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლებს. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ეშტონ კარტერის განცხადებით, დაახლოებით 90 ადამიანს ჩაუტარდა წვრთნა დაცულ ადგილას. მისივე თქმით, მალე კიდევ უფრო მეტ ადამიანს გაწვრთნიან იორდანიის, თურქეთის, ყატარისა და საუდის არაბეთის ტერიტორიებზე. 

ამასთან, არ გამორიცხავენ, რომ სირიელ ამბოხებულებს სამხედრო დახმარებაც გაუწიონ ბრძოლის ველზე. თუმცა, კარტერი ნათლად განმარტავს, რომ ამერიკელი სახედროების მიზანს "ისლამური სახელმწიფოს" განადგურება წარმოადგენს და არა სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა. პენტაგონი გეგმავს მომავალი სამი წლის მანძილზე დაახლოებით 15 000 სირიელი მებრძოლი გაწვრთნას.