გოგი თოფაძე - ყოფილმა მინისტრმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 7 სახეობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოიტანეს

გოგი თოფაძე - ყოფილმა მინისტრმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში 7 სახეობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოიტანეს

"მრეწველების" ერთ-ერთი ლიდერის, გოგი თოფაძის განცხადებით, გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც საქართველოში სხვადასხვა სახეობის გენმოდიფიცირებული პროდუქტი შემოიტანეს. 

თოფაძემ პარლამენტში უმრავლესობის სხდომაზე პრემიერს კითხვით მიმართა, იცის თუ არა ამის შესახებ ხელისუფლებამ, რადგან მისი თქმით, ევროკავშირის ქვეყნებში გენმოდიფიცირებულ პროდუქციასთან დაკავშირებით მკაცრი რეგულაციები მოქმედებს. 

"დღეს ცნობილი გახდა, რომ ყოფილმა გარემოს დაცვის მინისტრმა თავისი მინისტრობის უკანასკნელ დღეს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომ საქართველოში შემოიტანონ ცოცხალი გენმოდიფიცირებული ორგანიზმების 7 სხვადასხვა სახეობა. მე პირადად ვიცნობდი ყოფილ მინისტრს და არა მგონია მას თავისი სურვილით მოეწეროს ხელი ამ გადაწყვეტილებაზე. ჩვენ ვაპირებთ გავხდეთ ევროკავშირის წევრი და ვიცით თუ როგორი დამოკიდებულებაა ამასთან დაკავშირებით იქ. მე მაინტერესებს იყო თუ არა ეს შეთანხმებული საქართველოს ხელისუფლებასთან. როგორც ვიცი, უკვე შემოტანიალია 25 ტონა ასეთი გენმოდიფიცირებული ხორბალი. სასწრაფოდ უნდა მივიღოთ ზომა, რომ ეს პროდუქტი არ მოხვდეს ნიადაგში", - აღნიშნა გოგი თოფაძემ.