მოსკოვი ჩრდილოატლანტიკური ალიანსისგან თანამშრომლობის განახლების შესახებ სიგნალებს იღებს და თუკი კონკრეტული შემოთავაზებები იქნება, რუსეთი ამაზე კონსტრუქციულ რეაგირებას განახორციელებს.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"მინდა გულახდილად გითხრათ, რომ ვიღებთ სიგნალებს ნატოელი პარტნიორებისგან იმის შესახებ, რომ ცუდი არ იქნებოდა, თანამშრომლობა გაგვეახლებინა სამხედრო უწყებების ხაზით. თუკი ამასთან დაკავშირებით კონკრეტული შემოთავაზება იქნება, ჩვენ უდავოდ, კონსტრუქციულ რეაგირებას განვახორციელებთ", - განაცხადა ლავროვმა.