ირაკლი ღარიბაშვილმა უმცირესობის გამოსვლა დემაგოგიად შეაფასა

ირაკლი ღარიბაშვილმა უმცირესობის გამოსვლა დემაგოგიად შეაფასა

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრების გამოსვლა დემაგოგიად შეაფასა.

როგორც მთავრობის მეთაურმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ მისი მისამართით დასმულ შეკითხვებზე პასუხისას განაცხადა, უჭირს გამოარჩიოს "გონივრულობასთან ახლოს მყოფი კითხვა".

"მე, რა თქმა უნდა, არ ვაპირებ თქვენს დემაგოგიას ავყვე და თქვენს აბსურდულ მონაცემებზე სერიოზული კომენტარი გავაკეთო. ის ციფრები და შედეგები, რომლებზეც გესაუბრეთ, კონკრეტულ ფაქტებს ეყრდნობა. არ ვაპირებ თქვენს შეურაცხყოფებს ვუპასუხო. ეს თქვენი არჩევანია, მაგრამ გეტყვით ერთს – ჩვენ ჩვენი საქმით ვაჩვენებთ როგორია ჩვენი მიდგომები და ღირებულებები. რაც შეეხება თქვენს ბრალდებებს ნათესავებთან მიმართებაში, იქ კლანები ახსენეთ - არ ვაპირებ რომ ამ მოგონილ, ცრუ, ცილისწამებებზე გაგცეთ პასუხი. მე დღეს ვიმყოფები საქართველოს პარლამენტში, რომ ვისაუბრო მთავრობის პროგრამაზე, გესაუბროთ გზებზე, რომლებიც პრობლემების გადასაჭრელად ჩვენ დავისახეთ, ასევე გესაუბროთ შესრულებულ სამუშაოებზე. ნამდვილად მიჭირს გამოვარჩიო თქვენს მიერ დასმულ შეკითხვებში გონივრულობასთან ახლოს მყოფი კითხვა. ერთს გეტყვით, ჩემს მიერ მოყვანილ მონაცემებში ყველაფერი არის გადამოწმებული. ის არის რეალურ ფაქტებზე დაყრდნობილი მონაცემები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.