გაბაშვილი პრემიერს: თქვენ ერთ გამოსვლაში დაახლოებით 100-მდე ტყუილი თქვით

გაბაშვილი პრემიერს: თქვენ ერთ გამოსვლაში დაახლოებით 100-მდე ტყუილი თქვით

თქვენ ერთ გამოსვლაში დაახლოებით 100-მდე ტყუილი თქვით - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა და დეპუტატმა გოკა გაბაშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მისამართით განაცხადა.

დეპუტატი ფიქრობს, რომ მთავრობის ქმედებებმა მოსახლეობა გააღარიბა. „ბატონო ირაკლი სრულიად არაადეკვატური იყავით, თქვენ ესაუბრებით 2030-ის წამყვანს და არა ხალხს. თქვენი გამოსვლა გავდა ცეკავშირის ყრილობას. ასაკოვან ადამიანებს ემახსოვრებათ, თუ როგორ ეუბნებოდბნენ მაშინ ხალხს, რომ რა კარგია საბჭოთა კავშირი და რა კარგად ცხოვრობენ ისინი. თქვენ ალბათ დაგავიწყდათ, რომ ხალხი ღარიბდება თქვენი მოღვაწეობის გამო, აბსოლიტურად ყველა ფენა ღარიბდნება, ისტორიულ პიკს მიაღწია გადაუხდელი სესხების ოდენობამ. შემცირდა სავაჭრო ბრუნვა ექსპორტ-იმპორტი, მათ შორის ევროკავშირთან 30%-ით. შემცირდა ტურიზმი. ფაქტობრივად ჩამოანგრიეთ ჩამოაქციეთ ეს სფერო. თქვენ ერთ გამოსვლაში დაახლოებით 100-მდე ტყუილი თქვით. მოიმატა კრიმინალმა, ყაჩაღობამ. სახელმწიფო ინსტიტუტების ნდობამ იკლო. თქვენ არ ხართ საქართველოს მთავრობა, თქვენ ხართ მარიონეტები. ასეთი უნიათო და არაფრის მკეთებელი მთავრობა არასდროს არ ჰყოლია საქართველოს. თქვენმა მბრძანებელმა ცოტახანი დაგტოვათ თანამდებობაზე, მაგრამ მაინტერესებს იმის მერე რაც ამ ორ წელში გააკეთეთ და დაააქციეთ ეს ქვეყანა კიდევ აქ უნდა იდგეთ ამ სტატუსით?“- განუცხადა საკანონმდებლო ორაგნოში გოკა გაბაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილს.